loader

იაპონიაში ძლიერი წყალდიდობაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიაში ძლიერი წყალდიდობაა

იაპონიაში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან. "როიტერის" ცნობით, ასობით ათას ადამიანს მთავრობა დროებით სახლების დატოვებას ურჩევს.

ტაიფუნ "ეტაუს" შედეგად ცენტრალურ და აღმოსავლეთ იაპონიაში დაიტბორა ქალაქები და სოფლები, გადაუღებელმა წვიმამ კი რამდენიმე ადგილას მეწყერი გამოიწვია. დაკარგულია ერთი ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა 15 ადამიანი, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. წყალდიდობაა დედაქალაქ ტოკიოშიც. სტიქიის შედეგად შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. გაუქმდა ათობით ავია და სარკინიგზო რეისი.