ანგელა მერკელმა სირიელ დევნილებთან სელფი გადაიღო
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბერლინის რაიონ შპანდაუს მიგრაციისა და ლტოლვილთა საქმეების სამმართველოს მოულოდნელად ესტუმრა. მაღალი რანგის სტუმრებს არ ელოდნენ, ამიტომ ქალი პოლიტიკოსის გამოჩენამ საიმიგრაციო ბანაკის ბინადრებში დიდი ემოციები გამოიწვია.
სირიელი მიგრანტები ანგელა მერკელს გარს შემოერტყნენ, მისასალმებლად ხელს იწვდიდნენ, განსაკუთრებით იღბლიანებმა კი კანცლერთან სელფის გადაღებაც კი მოახერხეს.
სირიელი მიგრანტები ანგელა მერკელს გარს შემოერტყნენ, მისასალმებლად ხელს იწვდიდნენ, განსაკუთრებით იღბლიანებმა კი კანცლერთან სელფის გადაღებაც კი მოახერხეს.