loader

მოსახლეობა აპროტესტებს, ბაღს მაინც ანგრევენ - პეკინის #23-ში სპეცტექნიკა შეიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსახლეობა აპროტესტებს, ბაღს მაინც ანგრევენ - პეკინის #23-ში სპეცტექნიკა შეიყვანეს

თბილისში, პეკინის ქუჩა #23-ში, ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

ყოფილი საბავშვო ბაღის ეზოში ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი. მოქალაქეების თქმით, მათ პროტესტს იწვევს აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის აშენება. მათი თქმით, მშენებლობა პეკინის #23-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიული კორპუსების კიდევ უფრო დაზიანებას გამოიწვევს. ადგილობრივების თქმით, მათ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის უჩივიან.

საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი