ულამაზესი სანახაობა - ჩრდილოეთის ციალი შვედეთის ცაზე
ბევრი ადამიანი ოცნებობს საკუთარი თვალით ნახოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბუნებრივი მოვლენა - ჩრდილოეთის ციალი. ჩინელმა ტურისტმა ოცნება აიხდინა. მან ჩრდილოეთის ციალი 12 სექტემბერს შვედეთის ქალაქ მალაში "დაიჭირა" და ინტერნეტმომხმარებლებისთვის სასიხარულოდ, ვიდეოკამერის ჩართვა არ დავიწყებია.