loader

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვა სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10:30 საათის მონაცემებით მოძრაობა შეფერხებული იყო საბურთალოზე, კერძოდ, ბულაჩაურისა და შარტავას ქუჩებზე, ასევე სააკაძის მოედანზე.

მოძრაობა გადატვირთულია თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზეც. მოძრაობა შეფერხებულია ასევე სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.

ავტორები: ლელა ბაღდავაძე, ჯონი პატარკაციშვილი