ვაზაგაშვილის ოჯახმა სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვა
იური ვაზაგაშვილის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთების დასჯას მოითხოვენ. მათი პროტესტი სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვისას პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ სამარღანიშვილის ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაკითხვამ გამოიწვია.
როგორც იური ვაზაგაშვილის დამ განაცხადა, სამარღანიშვილი ე.წ.კორტების სპეცოპერაციის მონაწილეა, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი მოკლეს.
როგორც იური ვაზაგაშვილის დამ განაცხადა, სამარღანიშვილი ე.წ.კორტების სპეცოპერაციის მონაწილეა, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი მოკლეს.