"ოსკარზე" რუსეთმა ნიკიტა მიხალკოვის ფილმი წარადგინა
"ოსკარზე" საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში რუსეთიდან რუსი კინორეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის ფილმი "მზის დარტყმა" იქნება წარდგენილი. "მზის დარტყმას" საფუძვლად ივან ბუნინის ნაწარმოებები - "მზის დარტყმა" და "დაწყევლილი დღეები" უდევს. პროექტი მიხალკოვმა 1980-იან წლებში ჩაიფიქრა, მაგრამ მისი განხორციელება მხოლოდ 2010 წელს შეძლო. სურათის მსოფლიო პრემიერა 2014 წლის 3 ოქტომბერს ბელგრადში შედგა. "მზის დარტყმამ" პრემია Золотой орел მოიპოვა ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი".
საქართველოდან წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე რეჟისორ ლევან თუთბერიძის "მოირა" იქნება წარდგენილი.
საქართველოდან წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე რეჟისორ ლევან თუთბერიძის "მოირა" იქნება წარდგენილი.