ბრედ პიტი, კრისტიან ბეილი, რაიან გოსლინგი და სტივ კარელი დრამაში - The Big Short
25 დეკემბერს რეჟისორ ადამ მაკკეის დრამა - The Big Short გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი, კრისტიან ბეილი, რაიან გოსლინგი, სტივ კარელი, სელენა გომესი, მარისა ტომეი, მელისა ლეო და სხვები ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს იმ პიროვნებებზე, რომლებმაც გლობალური ეკონომიკის ჩამოშლის დროს მილიონები იშოვეს.