ოთხმა პოლიციელმა ეტლში მყოფი შეიარაღებული შავკანიანი მამაკაცი მოკლა (+18)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა, დელავერის პოლიციამ ქუჩაში ხალხის თვალწინ მოკლა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს შეიარაღებული ჯერემი მაკდოული დახვდა, რომელიც 18 წლის მეგობარმა დაჭრა. პოლიციამ მამაკაცს უბრძანა, რომ იარაღი დაეგდო, თუმცა, მაკდოილი ასე არ მოიქცა. ამის გამო სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს. 28 წლის მაკდოილი ადგილზე გარდაიცვალა.