რომის პაპმა სიცილი ვერ შეიკავა, როცა პონტიფიკის სამოსში გამოწყობილი ჩვილი დაინახა
ფილადელფიაში ყოფნისას რომის პაპმა სიცილი ვერ შეიკავა, როდესაც პონტიფიკის სამოსში გამოწყობილი ჩვილი დაინახა. იგი გაჩერდა და დაცვას სთხოვა, რომ ბავშვი მასთან მიეყვანათ. პაპმა პატარა დალოცა და ის ისევ დედას დაუბრუნეს.