გაელვება ვულკანურ ფერფლში - იღბლიანმა ფოტოგრაფმა ეს საოცრება აღბეჭდა
ჩილეში ვულკანი კალბუკო 40 წელი მიძინებული იყო, თუმცა ამ წლის აპრილში გაიღვიძა, რამაც ახლომდებარე ტერიტორიაზე მყოფებს სახლების დატოვება აიძულა. ახლახან გავრცელდა ვიდეო, რომელიც ფოტოგრაფმა ედუარდო მინტემ გადაიღო და მასზე აღბეჭდილია, როგორ ელავდა ვულკანური ფერფლი.