ნეიმარის ორეული გოგონებს ფინტებით ატყუებს და ისინიც სიხარულით კოცნიან
"ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი იმდენად პოპულარულია, რომ მის სახელს სასიამოვნო დივიდენდები მოაქვს იმ ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც ცნობილ ფეხბურთელს, უბრალოდ, ჰგვანან. ამის დასამტკიცებლად ნეიმარის ორეული რუბენი ლონდონის ქუჩებში "ბარსას" სათამაშო აღჭურვილობით გავიდა. ბრაზილიელის ორეული საკუთარ საფეხბურთო უნარებს ინგლისელ გოგონებს კოცნის სანაცვლოდ აჩვენებდა, გოგონები კი მას კოცნას სიხარულით ჩუქნიდნენ.