loader

ისტორიული ლელოს ავტორის და "ბორჯღალოსნების" ემოციები მატჩის შემდეგ: "მეგონა მსაჯი დაუსტვენდა რომ გავრბოდი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტორიული ლელოს ავტორის და "ბორჯღალოსნების" ემოციები მატჩის შემდეგ: "მეგონა მსაჯი დაუსტვენდა რომ გავრბოდი"

2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის მე-3 ტურში ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდა და 10:43 დამარცხდა.

ეს "ბორჯღალოსანთა" პირველი დაპირისპირება იყო მსოფლიოს რეიტინგში ნომერ პირველ ნაკრებთან. ქართველებმა პლანეტის უძლიერესი გუნდისთვის ისტორიული ლელოს დადება შეძლეს - ეს მე-5 წუთზე ბექა წიკლაურმა მოახერხა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა, რასაც მოგვიანებით ზუსტი ჯარიმაც დაამატა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას ნამიბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის შემდეგ ლეგენდარული ლელოს ავტორს ბექა წიკლაურს, "ბორჯღალოსანთა" კაპიტან მამუკა გორგოძეს და ვიტო კოლელიშვილს ვესაუბრეთ.

ავტორი: ბესო ჯანგავაძე

იხილეთ:

ახალზელანდიელი მორაგბეების ცნობილი ჰაკა და ქართველი "ბორჯღალოსნების" რეაქცია

მამუკა გორგოძის რეაქცია, როცა ზელანდიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს