loader

ცეკვა-თამაში თბილისის ისტორიულ გალავანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეკვა-თამაში თბილისის ისტორიულ გალავანზე

პუშკინის ქუჩაზე ძველი თბილისის გალავანი 2012 წელს აღმოაჩინეს. ტერიტორია მას შემდეგ ნაწილობრივ გადაიკეტა და გალავნის ადგილზე ღია მუზეუმი მოეწყო. ამჟამად, გალავნის ჩაყოლებაზე ათობით კაფე-ბარი და მაღაზიაა, რომელშიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ხალხმრავლობაა. ერთ-ერთი წვეულების სტუმრებმა კი გალავანზე გადასვლა და გართობის იქ გაგრძელება გადაწყვიტეს, როგორც ეს კადრებშიც კარგად ჩანს.

გალავნის უძველესი ფენა არქეოლოგებმა მე-5 საუკუნით დაათარიღეს, თუმცა ყველაზე კარგად გალავნისა და გალავანში დატანებული კოშკების ფრაგმენტებია შემონახული, რომელიც მე-12-მე-18 საუკუნეების პერიოდშია აგებული.