loader

"დილა წიგნებისა" - "ძველი კოლხეთი"; ალექსანდრე დიუმას "საფრანგეთი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილა წიგნებისა" - "ძველი კოლხეთი"; ალექსანდრე დიუმას "საფრანგეთი"

ყოველ ორშაბათს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში, 08:45 საათზე, რუბრიკით "დილა წიგნებისა", მწერალი Toresa Mossy და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კვირის საგამომცემლო სიახლეებს მაყურებელს აცნობენ.

დღეს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მორიგი წიგნი - "ძველი კოლხეთი", გამოვიდა. მედეას სამშობლოსა და ქართული ცივილიზაციის დასაწყისის შესახებ მდიდარი მასალა - უძველესი სამეფოს ისტორიის დეტალები, არქეოლოგიური მასალა და ექსპონატები.

არის წიგნები, რომლებსაც არაერთხელ უბრუნდები... მაშინ, როდესაც ლამფის ან სანთლის შუქზე ვკითხულობთ და 20 წლის შემდეგ ელექტრონის შუქზე - ეს არის მარადიული და ყველა დროის ყველაზე პოპულარული ავტორი ალექსანდრ დიუმა. "დედოფალი მარგო", "გრაფი მონტე კრისტო", "სამი მუშკეტერი" - წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს თქვენი წიგნის თაროებზე და თქვენ უნდა აკინძოთ დიუმა ერთ სივრცედ. ეს შესაძლებლობა ახლა გეძლევათ - საფრანგეთი, რომელიც მარადიულია - ალექსანდრე დიუმას "საფრანგეთში".