loader

Microsoft-მა პირველი ლეპტოპი გამოუშვა - აჯობებს თუ არა ის Apple-ს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Microsoft-მა პირველი ლეპტოპი გამოუშვა - აჯობებს თუ არა ის Apple-ს?

6 ოქტომბერს Microsoft-მა თავისი სრულიად ახალი პროდუქტი წარმოადგინა. პირველად კომპანიამ ლეპტოპი გამოუშვა, რომელსაც Surface Book ეწოდება. მისი ფასი 1500 დოლარიდან იწყება და ოფიციალურად გაყიდვაში 26 ოქტომბერს გამოვა.

Surface Book-ის ეკრანი დიაგონალში 13.5-ს შეადგენს, ხოლო ბატარეას 12 საათი შეუძლია იმუშაოს. ლეპტოპი აღჭურვილია მეექვსე თაობის i5 ან i7 პროცესორით, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 8 გბ და 16 გბ-იანი აქვს. აღჭურვილია ორი კამერით - წინა 5 მეგაპიქსელიანი და უკანა 8 მპ-იანი. ლეპტოპი Windows 10 Pro-ზე მუშაობს. Surface Book სულ რაღაც 1,516 გრამს იწონის. შესაძლებელია ეკრანის მოხსნა და მისი გამოყენება კლავიატურის გარეშე.