loader

ევრო 2016: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ღირსეულად დამარცხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევრო 2016: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ღირსეულად დამარცხდა

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი ითამაშა - ლაიპციგში მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯაბა კანკავამ საჯარიმოში მესუთ იოზილი მოცელა და თომას მიულერმა პენალტი გაიტანა - 1:0. 53-ე წუთზე გერმანელებმა ცუდად გამოიტანეს ბურთი და ჯაბა კანკავამ დაუმუშავებლად დაარტყა - 1:1.

საქართველოს ნაკრებმა 10 ტურში 9 ქულა დააგროვა და შესარჩევი ციკლი ჯგუფში მეხუთე ადგილზე დაასრულა.

www.sportall.ge