ირაკლი და ნათია გედენიძეების უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები არ იცავდნენ
სხვა ბრალდებულების ადვოკატების მსგავსად, გედენიძის ადვოკატები მაია სუხიაშვილი და გაგი მოსიაშვილი მოდულის შენობაში დაკითხვისა და ბრალის წაყენების პროცესზე არ დაუშვიათ.
როგორც საიას-ს ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მას მოდულის შენობიდან დაკავებულების, ნათია და ირაკლი გედენიეების განცხადებები გადასცეს, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდებულები საია-ს ადვოკატებზე აცილებას ითხოვენ. გედენიძეების ინტერესებს სასამართლოში ცოტნე ცანავა იცავს.