კიდევ ერთი დაუსრულებელი მშენებლობა თბილისის ცენტრში - რა ელის საბაგიროს რუსთაველის გამზირზე
ვარდების მოედანზე საბაგირო გზის მშენებლობა, რომელსაც რუსთაველის გამზირი მთაწმინდის პარკთან უნდა დაეკავშირებინა, 2014 წელს დაიწყო, თუმცა მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია. ვარდების მოედანზე ადგილი, სადაც საბაგიროს ქვედა სადგური უნდა აშენებულიყო, შემოსაზღვრულია და იქ სამუშაოები არ მიმდინარეობს. შემოსაზღვრულია საბაგიროს საყრდენი ბოძი გრიბოედოვის ქუჩაზეც. სარემონტო სამუშაოებისთვის განსაზღვრული მონაკვეთი ისედაც ვიწრო ქუჩის ნახევარს იკავებს და ავტომობილების გზაზე გავლას აფერხებს.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს ქვედა სადგური ვარდების მოედანზე აღარ აშენდება. მათივე ინფორმაციით, ინვესტორთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ახალი ადგილის შესარჩევად. ახალი ადგილის შერჩევის შემდეგ კი მოხდება გრიბოედოვის ქუჩის გათავისუფლება საბაგიროს დაუსრულებელი საყრდენი ბოძისგან.
ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი
წაიკითხეთ ვრცლად