loader

"აღარ ვარ მზად, ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან, ვიმუშაო სახელისუფლებო არხზე" - თეა ადეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აღარ ვარ მზად, ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან, ვიმუშაო სახელისუფლებო არხზე" - თეა ადეიშვილი

"ხალხის არხი ხელისუფლების რუპორად იქცა და ამის საწყისი ქიბარ ხალვაში იყო. აღარ მინდა, ვიმუშაო სახელისუფლებო არხზე", - "პოსტ სკრიპტუმის" ჟურნალისტი თეა ადეიშვილი წლების წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა თავის დროზე თვალი დახუჭეს, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე და აღარ ჩამოვთვლით. ეს არის ეპოქა, როცა "რუსთავი 2"-ში ის მფლობელი მოვიდა, რომელსაც ახლა აქ დაბრუნება უნდა. მაშინ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა. მაშინ "რუსთავი 2" შევიდა ხელისუფლებასთან პირდაპირ კონტაქტში. მაშინ არხი ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა. ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ "რუსთავი 2" ისევ არ გახდება სახელისუფლებო არხი. ხალხის არხი ხელისუფლების რუპორად იქცა და ამის საწყისი ქიბარ ხალვაში იყო. მე არ ვარ მზად, ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და ვიმუშაო სახელისუფლებო არხზე" - აღნიშნა თეა ადეიშვილმა.