loader

ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ქართველმა ბიზნესმენმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ქართველმა ბიზნესმენმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

კრასნოგორსკში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამირან გიორგაძე გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის შსს-ს წარმომადგენელმა ელენა ალექსეევამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამირან გიორგაძის ცხედარი კრასნოგორსკის რაიონის ერთ-ერთ კერძო სახლში აღმოაჩინეს. პირველადი ინფორმაციით, მან თავი იმავე დღეს მოიკლა, როდესაც ოთხი ადამიანი მოკლა.

გამოძიების ცნობით, გიორგაძესთან ერთად კიდევ ერთი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. მიმდინარეობს იდენტიფიცირება. ამირან გიორგაძეს კრასნოგორსკში სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. ის 19 ოქტომბერს კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, რა დროსაც კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გიორგაძემ კარაულოვი და კოტლიარენკო ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და მიიმალა. იმავე დღეს მის მიერ მოკლული კიდევ ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის, ერთი მის საცხოვრებელ სახლში.

იხილეთ:  როგორ გაექცა 4 ადამიანის მკვლელ ბიზნესმენ ამირან გიორგაძეს ქართველი მძღოლი