loader

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე "პორნო-პლაკატები" გააკრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე "პორნო-პლაკატები" გააკრეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის კედლებზე შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გააკრეს. პლაკატებზე ნახევრად შიშველ მდგომარეობაში გამოსახულნი არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ნიკა გვარამია, გივი თარგამაძე და ბაჩო ახალაია. პლაკატს წარწერებიც აქვს - "დაისაჯოს ქათმიონალური მოძრაობა".

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რაულ თავართქილაძემ განაცხადა, რომ პარტიის ოფისებზე თავდასხმები "ქართული ოცნების" მიერ არის წახალისებული.