წესრიგი ციხეში დამყარდა ცემით - მიხეილ სააკაშვილი
ინტერნეტში გავრცელდა სავარაუდოდ, 2013 წელს გადაღებული კადრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრიდან, სადაც ის ციხეებში დამყარებულ წესრიგსა და გამოყენებულ ძალისმიერ მეთოდებზე საუბრობს. სააკაშვილი ახსენებს ბაჩო ახალაიასაც, რომელიც, მისი თქმით, კრიმინალებს მათი მეთოდით - ცემით უსწორდებოდა და ამის შედეგად დამყარდა წესრიგი.