მოხალისეებმა "ამერიკულ მთებზე" შიშვლებმა გაისეირნეს
25 ოქტომბერს გასართობ პარკში მოხალისეებმა გინესის რეკორდის დამყარება და ამერიკულ მთებზე შიშვლად გასეირნება გადაწყვიტეს. წინა რეკორდი 2010 წელს დამყარდა და მაშინ 102-მა მოხალისემ დედიშობილა გაისეირნა. ამჯერად მხოლოდ 57 მოხალისე გამოჩნდა. მართალია, მათ გინესის რეკორდი ვერ დაამყარეს, თუმცა 15 000 დოლარი გამოიმუშავეს და სიმსივნესთან ბრძოლის ფონდში გადარიცხეს.