ნუცა ბუზალაძეს თურქული Voice-ის ჟიური ვერ ელევა - სცენიდან გასული მომღერალი უკან მოაბრუნეს
თურქულ Voice-ში ნუცა ბუზალაძის გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მან ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა და არჩევანი თურქ-ბელგიელ R&B მომღერალზე, ჰადისეზე შეაჩერა. ნუცამ ბრმა ქასტინგზე Lady Marmalade იმღერა და შემდეგ იგივე სიმღერა ჰადისესთან ერთად დუეტში შეასრულა. თუმცა ქართველი მომღერლის გამოსვლა ამით არ დასრულებულა. როდესაც ნუცა უკვე სცენიდან გადიოდა, ის მოაბრუნეს და სთხოვეს, კიდევ ერთი სიმღერა შეესრულებინა. ამჯერად მან Mamma Knows Best აირჩია.
ასევე იხილეთ:
ნუცა ბუზალაძემ თურქული Voice-ის ჟიურის "პირი დააღებინა": ნამდვილი ბრძოლა ქართველი მომღერლისთვის
"გურჯისტან? არჩილ, შოთა?" - რა გაახსენდათ თურქული Voice-ის მწვრთნელებს ნუცა ბუზალაძის დანახვაზე