2-საათიანი საცობი და მძღოლების გაბმული სიგნალი თბილისში
30 ოქტომბერს საღამოს 18:00 საათიდან თბილისში ტრადიციული პრობლემა - საღამოს საცობი არატრადიციულად ხანგრძლივად გაგრძელდა. საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის იოსებიძის, შარტავას, სააკაძის მოედანზე, ვახუშტის ხიდზე, პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე გავლა თითქმის ორი საათის განმავლობაში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
საცობში გაჭედილები აღშფოთებასა და უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში გამოხატავდნენ და თბილისის მერიას და საპატრულო სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. კადრები თბილისის მერიასთან დაახლოებით საღამოს 19:00 საათზეა გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი კომენტარში წერს თბილისის მერიიდან დაძვრას და სააკაძის მოედნის შემოვლას თითქმის 1 საათი მოანდომა.