რუსეთში პენსიონერი ბანკში პენსიის რიგში გულის შეტევით გარდაიცვალა
64 წლის მამაკაცი ვოლგოგრადის "სბერბანკის" ფილიალში პენსიის რიგში იდგა, როცა მოულოდნელად დაეცა. სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა - პენსიონერი გულის შეტევით ადგილზევე გარდაიცვალა.