წინ... წარსულისკენ - რა ხდებოდა დღეს მოსკოვში, წითელ მოედანზე
მოსკოვის წითელ მოედანზე დღეს მასშტაბური აღლუმი გაიმართა, რომელიც 1941 წლის 7 ნოემბრის ცნობილი აღლუმის 74 წლისთავს მიეძღვნა. მარშში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღლუმზე მეორე მსოფლიო ომის საჯარისო ნაწილების ეკიპირება იყო წარმოდგენილი, სამხედროები ისევე იყვნენ გამოწყობილი, როგორც ომის დროს. ასევე, გამოიყვანეს 1939-45 წლების სამხედრო ტექნიკის ასლები.
ტელეკომპანია ДОЖДЬ-ის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ასობით კომენტარი აქვს, რომელშიც მოქალაქეები გაოცებას და ცინიზმს ვერ მალავენ: "ეს ხუმრობაა? დღეს ნამდვილად 2015 წლის 7 ნოემბერია?"; "აღლუმი აღლუმის პატივსაცემად... ოღონდ რამე აღვნიშნოთ და..."; "თავიდან ვიფიქრე რომ ეს კორეა ან ჩინეთია, თურმე აქ ხდება..."; "კრემლი სულ შეიშალა! მილიონებს ხარჯავს იდიოტიზმის პროპაგანდაში" - ასეთ კომენტარებს წერენ ვიდეოზე.