თბილისში, პარლამენტის შენობასთან საფრანგეთში ტერაქტების შედეგად დაღუპულებს მიაგეს პატივი
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საფრანგეთში, ტერაქტების შედეგად გარდაცვლილების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ დაიგეგმა. აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტერაქტების დროს გარდაცვლილთა ხსოვნას.
პარლამენტთან მივიდნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პარლამენტთან მივიდნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.