ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სამსახურიებრივი უფლებამისიელების გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი ლაშა კვირკვაია შიმშილობის ფონზე საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსის მტკიცებით, დაპირისპირება ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ადვოკატის, გიორგი მდინარაძის პროვოცირებული იყო და მას ბრალს უსამართლოდ უყენებენ.
ლაშა კვირკვაიას ბრალი ოფიციალურად გუშინ დღის მეორე ნახევარში წაუყენეს. დღეს კი სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განიხილოს. პროტესტის ნიშნად კვირკვაია უარს ამბობს საკვებისა და წყლის, აგრეთვე მედიკამენტების მიღებაზე.