ნიუ ორლეანში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს
ნიუ ორლეანში ორმა შეიარაღებულმა პირმა პარკში შეკრებილ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. როგორც უცხოური მედია იუწყება, ინციდენტი Bunny Friend-ის პარკში მოხდა, სადაც ვიდეოკლიპის გადაღება მიმდინარეობდა. გადასაღებ მოედანთან დაახლოებით 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
თვითმხილველების განცხადებით, მოულოდნელად ორი შეიარაღებული პირი გამოჩნდა და შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.