loader

რუსული "სუ-24"-ის დაღუპული პილოტისა და სირიელი აჯანყებულების კადრები ვრცელდება (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული "სუ-24"-ის დაღუპული პილოტისა და სირიელი აჯანყებულების კადრები ვრცელდება (+18)

გაფრთხილებთ, ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს!

ინტერნეტსივრცეში რუსული სამხედრო თვითმფრინავის, "სუ-24"-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრები გავრცელდა. "ბიბისი" წერს, რომ რუსი მფრინავი კატაპულტირებისას დაიღუპა. ვიდეოკადრებში სამხედრო ფორმაში ჩაცმული აჯანყებულებიც ჩანან.

რუსული "სუ-24" სირიის პროვინცია ლატაკიაში, იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც აჯანყებულთა დაჯგუფებები აკონტროლებენ.

თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.

ასევე იხილეთ: დაღუპული რუსი პილოტის უმძიმესი კადრები გავრცელდა (+18)

თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების კადრები ვრცელდება