"ტერორისტების თანამზრახველებმა ზურგში დანა ჩაგვარტყეს" - ვლადიმერ პუტინი
"ზურგში დანა ჩაგვარტყეს", - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "სუ-24" თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტით, სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.
"თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. ჩვენი მფრინავები და თვითმფრინავი თურქეთის რესპუბლიკას არანაირად არ ემუქრებოდა", - განაცხადა პუტინმა.
მისი შეფასებით, "სუ-24"-ის ჩამოგდებას სერიოზული შედეგი მოჰყვება. "ჩვენ თურქეთს ყოველთვის ვეპყრობოდით არა როგორც ახლო მეზობელს, არამედ როგორც მეგობრულ სახელმწიფოს. ჩვენთან კონტაქტის დამყარების ნაცვლად, თურქულმა მხარემ ამ საკითხის განსახილველად ნატო-ში პარტნიორებს მიმართა, თითქოს ჩვენ ჩამოგვეგდო მათი თვითმფრინავი", - აღნიშნა პუტინმა.