"ჩემს შვილს უთხრა მძღოლმა, ასე დამემართაო, ტიროდა" - გარდაცვლილი ტაქსისტის ოჯახს სოზარ სუბარი ამ დრომდე არ დაკავშირებია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა. ავარია სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა. მინისტრი მივლინებით სამეგრელოში მიემგზავრებოდა. შემთხვევის შედეგად სუბარი და მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა ავარიას მეორე ავტომობილის - ტაქსის მძღოლი ემსხვერპლა. დაღუპული 68 წლის ემზარ ხონელიძეა.
"ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია. მე ველოდები გამოძიების პასუხებს, გავეცნობი დასკვნას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებებს", - ამბობს გარდაცვლილის შვილი ზაზა ხონელიძე.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი აკობია
ასევე იხილეთ: სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა - შემთხვევას ტაქსის მძღოლი ემსხვერპლა