მურმან დუმბაძეს მოქალაქეთა მიღებაზე პატრულის გამოძახება დასჭირდა
ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ მურმან დუმბაძეს მოქალაქეთა მიღებაზე პატრულის გამოძახება დასჭირდა. როგორც "პალიტრა ტვ"-ს დუმბაძემ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი მოქალაქე ფრიდონ კირკიტაძე გახდა, რომელმაც მას 10 ათასი დოლარი მოსთხოვა.
დუმბაძის განმარტებით, შემთხვევა ბათუმში, მაჟორიტარის ბიუროში მოხდა, სადაც ორი მოქალაქე მივიდა და კერძო საუბრისთვის ეზოში გასვლა სთხოვა. როგორც მურმან დუმბაძე აღნიშნავს, ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, საკითხის გასარკვევად შესაბამის სამსახურებს მიმართავს.
დუმბაძე აცხადებს, რომ მისთვის ფულის მოთხოვნის ფაქტი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.