loader

"დილა წიგნებისა": აგათა კრისტის "ბოროტება მზის ქვეშ"; კენ ფოლეტის "უკუთვლა"; მერი ლუს "ლეგენდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილა წიგნებისა": აგათა კრისტის "ბოროტება მზის ქვეშ"; კენ ფოლეტის "უკუთვლა"; მერი ლუს "ლეგენდა"

რუბრიკა "დილა წიგნებისა" "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში - მწერალი Toresa Mossy და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კვირის საგამომცემლო სიახლეებს მაყურებელს ყოველ ორშაბათს აცნობენ.

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა მისტიკური დეტექტივის ნამდვილი დიდოსტატის, აგათა კრისტის "ბოროტება მზის ქვეშ".

კენ ფოლეტის "უკუთვლის" მთავარი გმირი რკინის სადგურში იატაკზე იღვიძებს. მას არ ახსოვს, ვინ არის და საიდან აღმოჩნდა აქ. სრულიად შემთხვევით, გაზეთში აღმოაჩენს, რომ ახალი თანამგზავრი კოსმოსშია გაშვებული. სწორედ აქედან იწყება რთული და თავბრუდამხვევი ისტორია. წიგნი უკვე მაღაზიებში დაგხვდებათ. იჩქარეთ, წამზომი ჩართულია.

როცა წიგნი "ნიუ იორკ ტაიმსის" ბესტსელერია და მილიონზე მეტი ტირაჟით იბეჭდება, ე.ი. "ნორმალურ" ამბავთან არ გვაქვს საქმე. "პალიტრა L"-ის თინეიჯერული პროექტის, Liberteens-ის მორიგი საჩუქარი, მერი ლუს ტრილოგიის "ლეგენდა", პირველი წიგნი, რომელიც მალევე გახდა ლეგენდარული.