loader

უკრაინაში სააკაშვილის გამოსახულებიანი მონეტები გამოუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში სააკაშვილის გამოსახულებიანი მონეტები გამოუშვეს

უკრაინაში გამოუშვეს სასუვენირო მონეტები, რომლებზეც ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია გამოსახული. მონეტები ათასლარიანი ნომინალით სპილენძის, ნიკელის, ვერცხლის და ოქროსგან არის დამზადებული და ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე იყიდება.

ავერსზე გამოსახულია სააკაშვილი და შავი ზღვის გეოგრაფიული რუკა, რომელზეც აღბეჭდილია უკრაინა და საქართველო. ნიკელისა და სპილენძისგან დამზადებული სუვენირის ფასი 850 გრივნაა, ოქროს მონეტები 35 000 გრივნა ღირს.

"ჩვენს პროექტს არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს, ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ მიხეილის საქმით და გადავწყვიტეთ, რომ ის იმსახურებს ასეთ საჩუქარს დაბადების დღესთან დაკავშირებით (სააკაშვილი 21 დეკემბერს არის დაბადებული) და შეიძლება უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის წინაც", - აცხადებს იდეის ერთ-ერთი ავტორი დენის რუდენკო.