"ძველბიჭობ თუ რა გინდა? წესიერად ილაპარაკე, ნუ გადაიჯ..." - გაბაშვილი-ვოლსკის უცენზურო შეძახილები პარლამენტის ფოიეში
პარლამენტში დეპუტატები გია ვოლსკი და გოკა გაბაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სხდომათა დარბაზთან, ფოიეში მოხდა. დეპუტატებმა ერთმანეთში უცენზურო რეპლიკები "გაცვალეს". გაბაშვილი-ვოლსკის დაპირისპირებაში დავით ლორთქიფანიძეც ჩაერთო შეძახილებით. სიტუაცია მანდატურების ჩარევის შედეგად განიმუხტა.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საკითხს მოჰყვა, რომელთა გათავისუფლების მიზნითაც "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდისგან "დროული და ქმედითი ნაბიჯების" გადადგმას მოითხოვს.
ავტორი: ირაკლი აკობია