loader

ე.წ. კოკაინის საქმე "დეტექტივებში" - რატომ უჩივლა ანასტასია ზაუტაშვილმა სერიალის შემქმნელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ე.წ. კოკაინის საქმე "დეტექტივებში" - რატომ უჩივლა ანასტასია ზაუტაშვილმა სერიალის შემქმნელებს

გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა. როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა. გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

ვინ არის ანასტასია ზაუტაშვილი? როგორც აღმოჩნდა, ნარკოდაჯგუფების წევრობის ბრალდებით გასამართლებული ანასტასია ზაუტაშვილი, იგივე ასია მუსემიანი, 2011 წელს ტელესერიალ "დეტექტივების" შემქმნელებს უჩიოდა. სერიალი "რუსთავი 2"-ზე გადიოდა და სცენარისტებს მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აძლევდა. "დეტექტივების" ერთ-ერთი სერია ნარკოტრანზიტის შესახებ იყო. სურათის ბოლოს მითითებული იყო, რომ ამბავი რეალურ მოვლენებზეა აგებული და მისი ერთ-ერთი გმირის ლორა ჯამასპიშვილის პროტოტიპი ანასტასია ზაუტაშვილია. სერიის გმირი ქალი წარმოდგენილი იყო, როგორც ნარკოდილერი და ამორალური ქალბატონი, რომელიც საკუთარ შვილსაც კი რთავს ამ საქმეში. ზაუტაშვილის ადვოკატის, ლალის აფციაურის თქმით, სერიალის შემქმნელებს "ღირსებისა და პატივის შელახვის გამო" უჩივლეს.

წაიკითხეთ ვრცლად

ასევე იხილეთ: "არაფრის ხალისი არ მაქ, სანამ მის სისხლს არ დავლევ... " - "კოკაინის საქმეზე" დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის კილერთან საუბრის ჩანაწერი