"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს" - ელჩები ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის გადადებას ეხმიანებიან
ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების გადადებას ტექნიკურ პრობლემას უკავშირებენ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ბრიტანეთის საელჩოში გამართულ საზეიმო მიღებაზე გააკეთეს.