loader

200-მდე ძარცვა და 10 მილონი ევროს ღირებულების ნივთები - საბერძნეთში ქართველები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

200-მდე ძარცვა და 10 მილონი ევროს ღირებულების ნივთები - საბერძნეთში ქართველები დააკავეს

4 პისტოლეტი, ოქრო, ძვირფასი ნივთები, 9 ძვირადღირებული მანქანა და 100 000 ევრომდე თანხა დაკავებული ქართველების სახლების ჩხრეკისას ამოიღეს.

ბერძნულმა სასამართლომ 15 ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად არაერთგზის ძარცვა და ყაჩაღობა ედებათ. ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის 11 მამაკაცი და 4 ქალია.

ბერძნული პოლიცია კიდევ 14 ეჭვმიტანილს ეძებს. მათივე ცნობით, ძებნილები დაკავებულების თანამზრახველები არიან.

ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, 29-კაციან დაჯგუფებას თითქმის 200 სახლი აქვს გაძარცვული. საერთო ჯამში კი, 10 მილონი ევროს ღირებულების ნივთები და ფული აქვთ მოპარული.

ქართველების შესახებ ცნობები აქვთ საბერძნეთში საქართველოს საკონსულოში.
ელჩის ინფორმაციით, ყველა დაკავებულს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი. სწორედ ამიტომ მათ საქმეს სრულად ბერძნული მხარე განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.