loader

ლეონარდო დიკაპრიო, კეიტ უინსლეტი, სილვესტერ სტალონე, კეიტ ბლანშეტი - კიდევ ვინ წარადგინეს 2016 წლის ოსკარზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლეონარდო დიკაპრიო, კეიტ უინსლეტი, სილვესტერ სტალონე, კეიტ ბლანშეტი - კიდევ ვინ წარადგინეს 2016 წლის ოსკარზე?

ცოტა ხნის წინ 2016 წლის ოსკარის ნომინაციები გამოვლინდა, რომლის დაჯილდოების ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება და მას კრის როკი წაიყვანს.

საუკეთესო მეორეხარისხოვან როლზე მამაკაცთა შორის წარდგენილი არიან: კრისტიან ბეილი, ტომ ჰარდი, მარკ რაფალო, მარკ რეილანსი და სილვესტერ სტალონე. ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის იბრძოლებენ: ჯენიფერ ჯეისონ ლი, რუნი მარა, რეიჩელ მაკადამსი, ალისია ვიკენდერი და კეიტ უინსლეტი.

საუეკეთესო რეჟისორის ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: ადამ მაკეი, ჯორჯ მილერი, ალეხანდრო ჯ ინარიტუ, ლენი აბრაჰამსონი და ტომ მაკარტი. რაც შეეხება ქალის მთავარ როლს, მასზე წარდგენილი არიან: კეიტ ბლანშეტი, ბრი ლარსონი, ჯენიფერ ლოურენსი, შარლოტ რამპლინგი და სორშა რონანი. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ხუთეული შემდეგნაირია: ბრაიან კრანსტონი, მეტ დეიმონი, ლეონრადო დიკაპრიო, მაიკლ ფასბენდერი და ედი რედმეინი.

საუკეთესო ფილმების სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: The Big Short, Bridge of Spies, Brooklyn, Mad Max: Fury Road, The Martian, The Revenant, Room, Spotlight.