ადელმა ნიკი მინაჟის ჰიტზე გარეპა - მომღერალმა დაამტკიცა, რომ ყოველმხრივ ნიჭიერია
ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა წამყვან ჯეიმს კორდონთან ერთად მანქანით ლონდონის ქუჩებში გაისეირნა და სხვადასხვა სიმღერა შეასრულა. ყველასათვის მოულოდნელი გამოდგა ის ფაქტი, რომ ადელს რეპიც არაჩვეულებრივად გამოსდის და მან ეს ნიკი მინაჟის ჰიტის, Monster-ის სიმღერით დაამტკიცა.