ჩხუბი სასულიერო გიმნაზიაში - აჭარაში მშობლები სასულიერო პირებს მიუცვივდნენ
ხმაური იყო აჭარაში ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სასწავლებელში, სადაც მოსწავლეების მშობლები სასწავლებლის მესვეურებს დაუპირისპირდნენ. "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებსა და სხალთის ეპარქიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიმნაზიიდან სასწავლო ნაწილის გამგე ნუგზარ ზოსიძე გაუშვეს. როგორც ზოსიძემ PS-თან განმარტა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა, ამას წინ უძღვოდა მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა. ზოსიძემ ბავშვებისა და მშობლების პროტესტთან მისი კავშირი უარყო.