ლედი გაგა დევიდ ბოუის ლეგენდარული სამოსით - მომღერალმა ვარსკვლავის ხსოვნას პატივი ღირსეულად მიაგო
"გრემის" რიგით 58-ე დაჯილდოებაზე ლედი გაგამ დევიდ ბოუვის ხსოვნას პატივი ბრწყინვალე შესრულებით მიაგო. ცნობილი ინგლისელი პოპ-შემსრულებლის ლეგენდარულ სამოსში გამოწყობილმა გაგამ ბოუის რამდენიმე სიმღერა შეასრულა.