რა საუბარი შედგა ალასანიასა და პრემიერს შორის ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის შემდეგ?
"ჩვენს შორის დამაიმედებელი საუბარი შედგა," - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "კურიერის" ეთერში. როგორც მან განმარტა, გიორგი კვირიკაშვილი დაინტერესდა ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მათ ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა.