loader

ასტრონავტები კოსმოსში 340-დღიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასტრონავტები კოსმოსში 340-დღიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ

კოსმოსში 340-დღიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე სამი ასტრონავტი გუშინ ღამე დაბრუნდა. ნასა-ს ცნობით, ხომალდი ყაზახეთის კოსმოდრომზე დაეშვა. მისიის მონაწილეები სკოტ კელი, მიხელ კორნიენკო და სერგეი ვოლკოვი იყვნენ. მათ თითქმის ერთი წელი გაატარეს კოსმოსში, რაც აქამდე კოსმოსში ადამიანის ყოფნის ხანგრძლივობაზე ორჯერ მეტია. მათ მისიას იმის გამოკვლევა წარმოადგენდა, თუ როგორ აისახება კოსმოსში დიდი ხნით გაჩერება ადამიანის სხეულზე. ამასთან, რა ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანში კოსმოსში ხანგრძლივად დარჩენა.

კოსმოსიდან დაბრუნებულ ასტრონავტებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ამერიკელ სკოტ კელის ჰიუსტონში გაამგზავრებენ, სადაც მას ნასა-ს მეცნიერები დააკვირდებიან.