loader

მღვდელმონაზონის აღიარება: "რეანიმაციაში ვიჭრებოდით, მომაკვდავ ბავშვებს ვაშიშვლებდით, ეს საზიანო იყო მათი გადარჩენისთვის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მღვდელმონაზონის აღიარება: "რეანიმაციაში ვიჭრებოდით, მომაკვდავ ბავშვებს ვაშიშვლებდით, ეს საზიანო იყო მათი გადარჩენისთვის"

მღვდელმონაზონი მოსე ახრახაძე facebook-ის პირად გვერდზე წერილობით აღსარებასა და ვიდეოს ავრცელებს, სადაც ყვება, რომ რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად, თბილისისა და რეგიონების ბავშვთა საავადმყოფოების რეანიმაციებში იჭრებოდა, ინკუბატორებს ხსნიდა, ბავშვებს აშიშვლებდა და მშობლების ნებართვის გარეშე წესის დარღვევით ნათლავდა.

როგორც მამა მოსე აცხადებს, მისის მიზანია, დარღვევით და უკანონოდ მონათლული ბავშვების მშობლებამდე მივიდეს ამბავი, რომ მათ შვილებს ნათლობის მადლი არ მიუღიათ და ხელახლა გადანათვლას საჭიროებენ.