#161 სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს
#161 სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს.
როგორც "პალიტრა ტვ"-ს მძღოლებმა განუცხადეს, მუშაობის დროებით შეწყვეტის მიზეზი მერიასა და სატრანსპორტო კომპანიაში დეტალების დაზუსტებაა. მოძრაობის შეჩერების მიზეზებზე მძღოლები არც "პალიტრა ტვ"-ს კამერასთან საუბრობენ. სამარშუტო ხაზის ბოლო გაჩერებასთან კამერების გამოჩენის შემდეგ მათ ტერიტორია სასწრაფოდ დატოვეს.
მგზავრების განცხადებით კი, აღნიშნული სამარშუტო ხაზის მიკროავტობუსები დილიდან არ მოძრაოებენ, რისი მიზეზიც გაფიცვაა. მგზავრების განმარტებით, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები მძღოლებს მგზავრობის ღირებულების გაზრდას სთხოვენ, რასაც მძოლები ეწინააღმდეგებიან.
#161 სამარშუტო ტაქსები ვაზისუბნიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ.