ქრისტეშობა საქართველოში
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამით ჩატარდა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. წიაკითხეს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე.
საშობაო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ხელისუფლების სხვა და ოპოზიციის წარმომადგენლბი.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 17 იანვრამდე, მსგეფსია იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეუძლია.